სენატორი შაჰინი არჩევნები 2020-ზე: ლეგიტიმურობის ზღრუბლს მიღწეული არჩევნები არასაკმარისია

სენატორი შაჰინი, რომელიც სენატში საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ მოსმენას ხელმძღვანელობს, სხდომის დაწყებამდე სიტყვით გამოდის-“დღეს საქართველოში კრიტიკული სიტუაციაა. მიუხედავად იმისა, რომ ეუთო-მ დაადგინა, რომ 2020 წლის არჩევნები იყო “კომპეტენტური და კოვიდპანდემიის მიერ შექმნილი გამოწვევების მიუხედავად, ეფექტურად ჩატარებული”, ის ასევე ხაზს უსვამს საარჩევნო რეფორმის აუცილებლობას, რაზეც მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომ პრინციპულად მოკიდონ ხელი ამ საკითხს.

არ არის საკმარისი იმგვარი არჩევნების ჩატარება, რომელიც ლეგიტიმურობის ზღურბლს აღწევს. დემოკრატიულ არჩევნებს ადგილზე უნდა ჰქონდეს ძლიერი მექანიზმები, რათა უთანხმოებები გადაწყდეს. იმ ტიპის მექანიზმები, რომელიც დემოკრატიული პროცესის ყველა მონაწილის შეფასებით სამართლიანია”.-საუბრობს შაჰინი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share