ხელისუფლებისადმი თბილად განწყობილი საზოგადოება ვიჩაგრებით- ირმა სოხაძე

“ვინც ნაციონალების მხარესაა, იმ ხელოვანებს უფრო ეძახიან კონცერტებზე იმის შიშით, რომ რამე არ თქვან, ჩვენ კი, ხელისუფლებისადმი თბილად განწყობილი საზოგადოება ვიჩაგრებით. სწორედ იმის შიშით, რომ არავინ დააბრალოს, ესენი არ დევნიან ნაციონალების აპოლოგეტებს და მათთან აფილირებულ ხელოვანებს, ყველგან ისინი არიან.

ხელისუფლება აქვს შიში, ვიმეორებ შიში, რომ არ დაბრალდეს ამ ხელოვანების დევნა, ყველგან ესენი ჰყავთ. ჩვენ ნეიტრალური და უფრო ხელისუფლებისკენ სიმპათიით განმსჭვალული ადამიანები გაცილებით უფრო მეტად ვიჩაგრებით. მე ამას პირში ვეუბნები ამათაც და იმათაც. რა კარგ დღეში არიან ნაციონალებთან დაახლოებული ხელოვანები – იქაც კარგად არიან და აქაც.”- თქვა მომღერალმა და საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის ყოფილმა კანდიდატმა ირმა სოხაძემ გამოცემა CNews-სთან ინტერვიუში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share