სამოქალაქო განათლების პედაგოგი, ბუნებისდამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია “ეკო”- ს ერთ-ერთი დამფუძნებელი ირმა გორდელაძე, სამოქალაქო აქტივიზმის კალენდრარში მოხვდა. ამის შესახებ გორდელაძემ, საკუთარ ფეისბუკ გვერდზე დაწერა:
“მომაწოდეს სამოქალაქო აქტივიზმის კალენდარი. ივლისის თვე მომიწია. მადლობა ავტორებს ჩემი მცირედი შრომის დაფასებისთვის. თანმიმდევრობით დავდებ ყველა თანამედროვე აქტივისტის ისტორიას.
“სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის( KAS)მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI),კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან,საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრთან თანამშრომლობით.”- წერს გორდელაძე.