პასიურობის შემთხვევაში ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი შესაძლოა საყოველთაო გახდეს – ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძე საუბრობს და ამბობს, რომ შესაძლოა ასაკობრივმა ზღვარმა კიდევ დაიწიოს:
“ორი საბჭოა – ერთი ვაქცინაციის უწყებათაშორისი და მეორე, იმუნიზაციის გვერდითი მოვლენების. მე არცერთი საბჭოს წევრი არ ვარ, მაგრამ რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, ეს გამორიცხული არ არის. შესაძლოა, რომ ასაკობრივმა ზღვარმა კიდევ დაიწიოს და საერთოდ, თუ ასეთი პასიურობა იქნება, შესაძლოა გახსნილი, საყოველთაო იყოს”, – ამბობს ცერცვაძე.