იტალიური „მონკლერი“ საქართველოში შეიკერება,საწარმოში დაახლოებით 500-550 თანამშრომელი იქნება საჭირო

ქართული სამკერვალო „იმერი“ იტალიურ ბრენდ „მონკლერთან“ თანამშრომლობას იწყებს. როგორც კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელმა ზაზა გვენეტაძემ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, ხელშეკრულებაზე ხელი მოწერილია, აუდიტიც გავლილია, თუმცა, პანდემიის გამო შეკვეთების მიღება ჯერ ვერ მოხერხდა.

მისი თქმით, სავარაუდოდ, ზაფხულიდან, მთელი რიგი საკითხები მოგვარდება და საწარმო დამატებით 80-დან 100 ადამიანამდე დაასაქმებს.

რაც შეეხება კორონავირუსის გავლენას კომპანიის საქმიანობაზე, როგორც ზაზა გვენეტაძე აღნიშნავს, საგადასახადო შეღავათების გარეშე, მუშაობის დაწყება რთული იქნებოდა. თუმცა, ამის დახმარებით კომპანია კვლავ სრულად დაიტვირთება.

ცნობისთვის, „იმერის“ პროდუქციის 95%-ის ექსპორტზე ამერიკისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში გადის. დარჩენილი 5%-ის რეალიზება კი ადგილობრივ ბაზარზე ხდება. სამკერვალო კომპანია „იმერი“ 1997 წლიდან თანამშრომლობს გერმანულ კომპანია “ლებეკთან”, რომელიც დღემდე მისი ერთ-ერთ უმსხვილესი და უმთავრესი პარტნიორია.

“წარმოების და ექსპორტის მხრივ თითქმის, იგივე რაოდენობის პროდუქციას ვამზადებთ, რაც გასულ წელს გვქონდა. როდესაც პანდემია დაიწყო, მუშაობის უფლება არ გვქონდა და დაახლოებით, 20-25 დღე ახალ მიმართულებაზე, კერძოდ, სამედიცინო ნაწარმის დამზადებაზე გადავედით. შედეგად, საწარმო მხოლოდ 20%-იანი დატვირთვით მუშაობდა. როგორც კი გაიხსნა ბიზნესი, ჩვენ უკვე მობილიზებული გვქონდა ნედლეული და სამუშაო ძალა, შესაბამისად, მაშინვე შევუდექით საქმეს. მოგვიანებით, ორი კვირა ისევ მოგვიწია დაკეტვა, რადგან რამდენიმე თანამშრომელს კოვიდი დაუდასტურდა. მას შემდეგ კი აღარ გავჩერებულვართ.

იმისთვის, რომ საწარმო აგვემუშავებინა, საშემოსავლოს ნაწილში მთავრობის მიერ დაწესებული შეღავათები ძალიან გვეხმარება. მეტიც, ამის გარეშე გახსნა ძალიან გაგვიჭირდებოდა“,- ამბობს ზაზა გვენეტაძე.

მისი თქმით, ამ ეტაპზე კომპანიის ძირითად პარტნიორად კვლავ გერმანული „ლებეკი“ რჩება, რომლისთვისაც ახლა უკვე 2022 წლის ზამთრის კოლექციას დაამზადებს.

„რაც შეეხება ექსპორტს, ახალი ქვეყნები არ დაგვიმატებია, ჩვენი ძირითადი პარტნიორი კვლავ გერმანია, კერძოდ, „ლებეკია“. თუმცა გარდა ამისა, ჩვენ სხვა საექსპორტო პროდუქციასაც ვკერავთ, უბრალოდ, აქედან სხვა კომპანიები უკეთებენ ექსპორტს. ერთ-ერთი ასეთი Mark&Spencer-ია. სულ მალე უკვე დავიწყებთ „ლებეკის“ 2022 წლის ზამთრის კოლექციის დამზადებას.

პანდემიამ შეგვიშალა ხელი, თორემ უკვე გაფორმებული გვაქვს ხელშკრულება იტალიურ ბრენდ „მონკლერთან“. აუდიტი უკვე გავლილი გვაქვს. პანდემიის გამო ვერ შევძელით შეკვეთების დაწყება. სავარაუდოდ, ზაფხულიდან გარკვეული იქნება საკითხები. ამის შემდეგ საწარმოში დაახლოებით, 500-550 თანამშრომელი დაგვჭირდება, რათა მათი შეკვეთები დავამზადოთ. შესაბამისად, დამატებით, 80-დან 100-მდე ადამიანს დავასაქმებთ“,- განაცხადა ზაზა გვენეტაძემ.

https://www.bpn.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 80
    პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლესაქართველოს საპატრიარქო პატრიარქ ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეს აქვეყნებს, რომელსაც "გურიის მოამბე" სრულად გთავაზობთ: "ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამამულენო,   ქრისტე აღდგა!   „არა ყველა, ვინც მეტყვის მე: უფალო, უფალო ! – შევა ცათა…
    Tags: და, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 79
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის საშობაო ეპისტოლე. „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო: „ღმერთნი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი” (ფს. 81.6) უფალმა ადამიანი შექმნა განღმრთობისათვის, ღვთაებრივ სიკეთეთა მიღებისა და ღვთის წინაშე…
    Tags: და, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 78
    " არ არსებობს მამაკაცზე საცოდავი არსება"მწერალი, „საბას“ პრემიის ლაურეატი, ალეკო შუღლაძე სოციალურ ქსელში წერს იმის შესახებ, რომ მამაკაცები ქალებს მხოლოდ ორ რამეში სჯობნიან: „ქალს სია არ სჭირდება, 20-იდან 25-მდე დასახელების პროდუქტის ყიდვა ყოველგვარი შპარგალკის გარეშე შეუძლია. შიგადაშიგ კონსულტანტებსაც ისე აყენებს სმენაზე, რომ სია თავიდან არ უვარდება, პირიქით, პერსონალის დატუქსვისას ქალს ახალ-ახალი საყიდლები ახსენდება. არ არსებობს…
    Tags: არ, და, რომ, ვერ, მისი, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 78
    რატომ გახდა სიმღერა Jingle Bells შობა-ახალი წლის დღესასწაულების მთავარი ჰიმნიJingle Bells - ყველასათვის კარგად ნაცნობი მელოდიაა, რომელიც საახალწლო დღესასაწაულების არაოფიციალურ ჰიმნად ითვლება, მაგრამ ალბათ ბევრმა თქვენგანმა არ იცის, თუ რატომ ასოცირდება შობა-ახალ წელთან სიმღერა, რომლის ტექსტში ერთი სიტყვაც არაა ნახსენები ამ ორი დღესასწაულის შესახებ. მოდით, ერთად გადავხედოთ კომპოზიციის შექმნის ისტორიას და პოპულარობამდე მის მიერ განვლილ გზას და გავიგოთ, თუ…
    Tags: და, ის, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები