ავჭალაში ახალგაზრდა კაცი მანქანაში ჩაცხრილეს

ცოტა ხნის წინ თბილისში, ავჭალაში მანქანაში ახალგაზრდა კაცი ჩაცხრილეს. ამ თემაზე პოსტი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ გაავრცელა.

“ახლახანს, გლდანის რაიონში (ავჭალაში), სარაჯიშვილის ქუჩაზე მანქანაში ჩაცხრილეს ახალგაზრდა მამაკაცი. იარაღით ხელშია გარდაცვლილიც. მკვლელმა გაქცევა მოასწრო…”, – წერს ნიკა მელია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share