დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 131 სამედიცინო პირი დაინფიცირდა. ამ თემაზე მან კითხვას საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ისაუბრა.
“სამწუხაროდ გვიინფიცირდება სამედიცინო პერსონალი, ასეთი 131 ადამინია, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ექიმები ეს გახლავთ ექიმი, ექთანი და უმცროსი სამედიცინო პერსონალი. ეს გახლავთ ცნობილი ფაქტი რომ ამ ინფექციის დროს ყველაზე მოწყლადი ჯგუფი ვართ სამწუხაროდ ჩვენ”, – თქვა ამირან გამყრელიძემ.
საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გაიცა რეკომენდაცია, რომ თბილისში, ქუთაისა და ბათუმში მოქალაქეებმა პირბადე ღია სივრცეებშიც ატარონ. შესაბამისი რეკომენდაციის აღსრულებას კი უწყებები გააკონტროლებენ. ამ დროისთვის რეკომენდაციის დარღვევის გამო სანქცია დაწესებული არ არის.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექოტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ქვეყანაში პიკის პერიოდში დღეში 4 000 ინფიცირების შემთხვევას ელოდებიან.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 1 759 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 350 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 5 პაციენტი.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსით ინფიცირებულია – 24 562;
- გამოჯანმრთელებულია – 9 751;
- მათ შორის გარდაცვლილია – 183;
- კარანტინის რეჟიმში რჩება – 4 408;
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1 848
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3 155 მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 41 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 31 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.