ბათუმი-ქობულეთის გზაზე ერთმანეთს 6 ავტომობილი შეეჯახა

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს 6 ავტომობილი შეეჯახა.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამი ეკიპაჟი იმყოფებოდა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ქობულეთის „ევექსის“ კლინიკაში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. ავარიის შედეგად ავტობანზე მოძრაობა შეფერხებულია.

შს სამინისტროს ინფორმაციით ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share