“სიარული აღარ შეუძლია”- გოგი წულაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

პატიმრობაში მყოფი გოგი წულაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. როგორც CNews-ს ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განუცხადა. არსებული ინფორმაციით, წუალაიას სიარული აღარ შეუძლია. როგორც გელბახიანი ამბობს, ის დღეს, 29 მარტს, ადვოკატთან პაემანის დროს წაიქცა და შეხვედრების ოთახიდან ოთხმა ბადრაგმა გაიყვანა.

გელბახიანის ცნობით, წულაიამ 13 დღეში 15 კილოგრამი დაიკლო და ხელის თითები გაუშავდა.

„საგანგაშო ვითარებაა, ერთი კვირაა, ითხოვს სახალხო დამცველთან შეხვედრას, მაგრამ უშედეგოდ,“ – აცხადებს ადვოკატი.

შეგახსენებთ:

* 2021 წლის 17 მარტს, გოგი წულაია დააკავეს, მას თავდაპირველად ბრალი სსკ 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს.

* 18 მარტს, გოგი წულაის ბრალი დაუმძიმეს.

* ამჯამად გამოძიება სს კოდექსის 138-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

წყარო:cnews.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share