რუსეთში, ალექსეი ნავალნის მკურნალი, მეორე ექიმიც გარდაიცვალა. რუსული მედიის ინფორმაციით, 63 წლის რუშტამ აგიშევი ინსულტით დაიღუპა.
მედიკოსი ერთერთია ვინც ომსკში, ნოვიჩოკით მოწამლულ და კომაში მყოფ ოპოზიციონერს, ბერლინის კლინიკაში გადაყვანამდე მკურნალობდა.
2021 წლის 5 თებერვალს ამავე საავადმყოფოს მედიკოსი, ასევე ნავალნის მკურნალი ექიმი, 55 წლის სერგეი მაქსიმიშინიც ინფარქტით გარდაიცვალა.