რუსუდან კერვალიშვილმა ციხე დატოვა

რუსუდან კერვალიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღეს დატოვებს. “ცენტრ პოინტის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა საპატიმროში 4 წლიანი სასჯელი მოიხადა.

რუსუდან კერვალიშვილს ამხანაგობა “თაბუკაშვილი 88-ის” ეპიზოდზე 4 წლით თავისუფლების აღკვეთა 2017 წელს მიესაჯა.

მას პატიმრობის ვადა მიმდინარე წლის 31 მარტს უმთავრდება და პატიმრობის კოდექსის 38-ე მუხლის შესაბამისად, საპყრობილე დღეს დატოვა.

რაც შეეხება მაია რჩეულიშვილს, დაზარალებულები საპროცესო შეთანხმებას არ თანხმდებიან.

საქმეზე დაზარალებულად ცნობილი პირები ამბობენ, რომ სასჯელი კერვალიშვილის მსგავსად მანაც სრულად უნდა მოიხადოს.

შეგახსენებთ, მათ ბრალად მენაშენეთა კუთვნილი თანხების, 11 მილიონი ლარის მითვისება ედებათ. ამ დროისთვის კი “ცენტრპოინტის” დაუსრულებელი შენობების ნაწილის დემონტაჟი განხორციელდა, რამდენიმე ობიექტზე მშენებლობა განახლდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share