“სამეგრელოთი და მეგრელებით სპეკულირება არავის გამოდგომია და არც გიორგი გახარიას გამოადგება”

“მე არ ვიცი რა გეგმები აქვს გიორგი გახარიას, მაგრამ სამეგრელოთი და მეგრელებით სპეკულირება არავის გამოდგომია და არც მას გამოადგება.
შესაძლოა, ვინმეს დაავიწყდა, მაგრამ მე კარგად მახსოვს მისი პროტეჟე ექსგუბერნატორი მოწერელია და ისიც კარგად მახსოვს ხდებოდა “ქართულ ოცნებაში” 31 ოქტომბრის ღამეს და 1 ნოემბერს, ვიდრე მარტვილსა და წალენჯიხაში ოქმები არ ჩაასწორეს – ტულეტში იყო ჩაკეტილი. ამით იმის თქმა მინდა, რომ დღეს სახელმწიფოში არსებული კრიზისის მონაწილე და ავტორი გახარიაც არის.
პრემიერი იყო გახარია და მისი სტატუსი, მგონი მთელს საქართველოში ყველაზე გაუბედურებულ კუთხეს, არაფერში დატყობია.
მასაც და ნებისმიერ პერსონას რა თქმა უნდა, აქვს პოლიტიკაში ყოფნის უფლება და მე ამას ვერავის ავუკრძალავ. დიახ, ვადასტურებ იმასაც, რომ უსახურ გუნდში იგი ნამდვილად იყო სახიერი, რაც განსაზღვრავდა გარკვეულ სიმპატიებს არა მხოლოდ მისი მომხრეების, არამედ ოპონენტების მხრიდ. ეს სიმპატია სულაც არ განსაზღვრავს პერსონის თუ პოლიტიკური ძალის პოლიტიკური მომავლის ბედს.
უბრალოდ ახლა ის მინდა ვთქვა, რომ იმედს ვიტოვებ ამ კუთხურ პოლიტიკურ სიგოიმეზე, რომლის დემოსნტრირებასაც თურმე ის ხვალ აპირებს – გამსახურდიას ძეგლთან მისვლით და ყალბი პატრიოტული პათეტიკით არავინ ავარდება. არ შეიძლება ასე – პოლიტიკაშიც არის “ვაშინერსი” – მით უფრო თუ შენი კუთხე გიყვარს.
თუ ამ რჩევას გაითვალისწინებს და გაიაზრებს ეს მისთვის ძალიან კარგი იქნება. სხვა შემთხვევაში შედეგებს აუცილებლად ნახავს თავად”.-წერს ანალიტიკოსი, გოჩა მირცხულავა, სოციალურ  ქსელში.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share