“ყველაზე ნაძირალა უფროსი” – დეპუტატი ოზურგეთის პატრულის შეფის წინააღმდეგ

ოზურგეთის საკრებულოს წევრი ენმ-დან, ბესო ქათამაძე ოზურგეთის პოლიციის უფროსს მის მიმართ განხორციელებულ პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს:

“გურიის საპატრულო პოლიცას ყავს ყველაზე ნაძირალა უფროსი ვინმე კობახიძე. ჯერ იყო და სცენარის დადგმით, საპატრულოს და სუსის ერთობლივი სპეცოპერაციით სიმთვარალის ოქმი დამიწერა, საქმე სასამართლოში გავასაჩივრე, მაგრამ ამანაც არ გაჭრა, ჩემი კიევში ყოფნის დროს შემიჩერა მართვის მოწმობა, შაბათ დღეს დადგენილება ჩააბარეს ჩემ ძმას რაზეც მოაწერინეს ხელი, ხოლო გასაჩივრების ვადა გუშინ ამოიწურა.
პოლიცია, რომელიც სასამართლო დადგენილებას არ ელოდება და მოქმედებს პოლიტიკური მიზნების აღსრულებით, ესეთი უღირსი ნაძირლებისგან ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიწმინდოს სისტემა!-წერს ქათამაძე.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს სასამართლო დავა აქვს ადგილობრივი საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი პირების წინააღმდეგ. ბესო ქათამაძე სამართალდამცველებს მის უკანონო თვალთვალსა და დევნაში ადანაშაულებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share