საქართველოს საპატრიარქოს მცხეთა-თბილისის მუდმივმოქმედი ეპარქიული კომისიის დღევანდელ სხდომაზე, მღვდელ-მონაზონ ანდრია სარიას “ბოლოდროინდელი საჯაროდ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებები” განიხილეს და მომდევნო სხდომა, 2 აპრილს ჩანიშნეს.
საპატრიარქოს ინფორმაციით, სხდომაზე დაბარებულია მღვდელ-მონაზონი ანდრია სარია.
დღეს, 31 მარტს გამართულ საპატრიარქოში მცხეთა-თბილისის მუდმივმოქმედი ეპარქიული კომისიის სხდომას მეუფე შიო ხელმძღვანელობდა. ასევე ესწრებოდნენ მეუფე ანდრია გვაზავა და თეოდორე ჭუაძე. სხდომას არ დაესწრება პატრიარქი.