ოზურგეთში სასწრაფოს ხუთ ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა

ოზურგეთში სასწრაფოს ხუთ ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა

ოზურგეთში სასწრაფოს ხუთ ექიმს მათ შორის 4 ქალს და ერთ მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა. ეს ინფორმაცია „გურიის მოამბეს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელმა მაია ქუტიძემ დაუდასტურა.

ინფიცირებულია 5 მედიკოსი, 4 ქალი და ერთი მამაკაცი. ისინი ყველანაირ გამოძახებაზე დადიოდნენ, მართალია ყოველთვის ეკიპირებით იყვნენ, მაგრამ სამწუხაროდ მაინც დაინფიცირდნენ.მიმდინარეობს კონტაკტების მოძიება, საღამოს უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება.“- გვითხრა ქუტიძემ.

დღეს გურიის რეგიონში კორონავირუსის 12 შემთხვეაა დადასტურებული.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share