რატომ იკეტება ჯაპანა-ლანჩხუთის მთავარი ავტომაგისტრალი?

ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი ენმ-დან , კახა ასკურავა ჯაპანა-ლანჩხუთის მთავარ ავტომაგისტრალზე უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო შექმნილ საფრთხეებზე წერს: “ჯაპანა-ლანჩხუთის საავტომობილო ავტობანის მონაკვეთი, რომელიც ბევრი წვალებისა და დიდი ფულის მოტეხვის ხარჯზე, ერთი წლის უკან როგორც იქნა გაიხსნა გაურკვეველი დროით ისევ იკეტება. მიზეზი, ავტობანზე არსებული ხიდების ჩაწევა, რომელიც სახიფათო ზღვარზეა უკვე. ავტობანი რომელის სამივე ლოტიც უნდა დასრულებულიყო 2016 სრულიად, მისი ერთი მონაკვეთი გაიხსნა წელიწადნახევრის უკან და ისიც ისე უვარგისია, რომ უკვე იკეტება და პასუხისმგებელი არაა არავინ. არა და მილიონობით ლარია სესხად აღებული ამ პროექტის განხორციელებისთვის ამ პროექტის განხორციელების მიზნით. მავნებლები ხართ მოკალათებული ხელისუფლებაში”!- წერს ასკურავა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share