მიხეილ სააკაშვილი- თქვე სა­ცო­და­ვე­ბო, რამ­დე­ნი უნდა მო­მე­ზო­მოთ მე?

“ბო­ტებს“ და­ვა­ლე­ბა მის­ცეს, აბა, სა­ა­კაშ­ვილ­მა, რომ ჩა­მო­იყ­ვა­ნა სობ­ჩა­კი? სობ­ჩა­კი პუ­ტი­ნის წი­ნაღ­მდეგ მებ­რძო­ლია მთე­ლი ეს წლე­ბი. თქვე სა­ცო­და­ვე­ბო, რამ­დე­ნი უნდა მო­მე­ზო­მოთ, რამ­დე­ნი უნდა მე­და­ვოთ. ამ­დე­ნი წე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში არ მიშ­ვებთ და კი­დევ მე მე­ზო­მე­ბით?!“- ასე მი­მარ­თავს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ვი­დეო მი­მარ­თვა­ში და რუსი ჟურ­ნა­ლის­ტის ვლა­დი­მერ პოზ­ნე­რის თან­მხლებ პი­რებ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზიტს ეხ­მი­ა­ნე­ბა.

რო­გორც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი აცხა­დებს, სტუ­მარს უნდა მო­ე­პყრო, რო­გორც სტუ­მარს, მტერს-რო­გორც მტერს. “და­აკ­ვირ­დით ივა­ნიშ­ვი­ლის “ბო­ტებ­მა“ რა ამ­ბა­ვი ატე­ხეს, ვაჟა-ფშა­ვე­ლა, “დღეს სტუ­მა­რია ჩვე­ნი“ რა სტუ­მა­რია?! ეს სტუ­მა­რი არ არის! ეს ის ადა­მი­ა­ნია, მათ შო­რის, პოზ­ნე­რი, რო­მე­ლიც გარ­ბა­ჩოვ­თან ერ­თად პუ­ტინ­მა გა­მო­ა­გო­რა 2008 წელს იმი­ტომ, რომ რა­ღაც სა­ხე­ლი კი­დევ ჰქონ­დათ შერ­ჩე­ნი­ლი და­სავ­ლეთ­ში.

ეს ძვე­ლი “კა­გე­ბეშ­ნი­კია“, სა­ქარ­თვე­ლოს და­უ­ძი­ნე­ბე­ლი მტე­რი. რა თქმა უნდა, ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის ორ­გა­ნუ­ლია ასე­თი ხალ­ხის შე­მოშ­ვე­ბა. ერთი მხრივ, “ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ ამ ყვე­ლა­ფერ­ში, მე­ო­რე მხრივ, იძა­ხი­ან “რო­გორ არ შე­იძ­ლე­ბო­და არ შე­მოშ­ვე­ბა“, “ეს რა უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბაა“. სტუ­მარს უნდა მო­ე­პყრო, რო­გორც სტუ­მარს, მტერს – რო­გორც მტერს. მტე­რი, რო­მე­ლიც შე­მო­დის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, არ ხდე­ბა სტუ­მა­რი იმის გამო, რომ მას რა­ღაც ვიზა, ან პას­პორ­ტი აქვს.

“ბო­ტებს“ მის­ცეს და­ვა­ლე­ბა, აბა, სა­ა­კაშ­ვილ­მა რომ ჩა­მო­იყ­ვა­ნა სობ­ჩა­კი? სობ­ჩა­კი პუ­ტი­ნის წი­ნაღ­მდეგ მებ­რძო­ლია მთე­ლი ეს წლე­ბი. თქვე სა­ცო­და­ვე­ბო, რამ­დე­ნი უნდა მო­მე­ზო­მოთ მე, რამ­დე­ნი უნდა მე­და­ვოთ. ამ­დე­ნი წე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში არ მიშ­ვებთ და კი­დევ მე მე­ზო­მე­ბით?! კი­დევ მე მე­და­რე­ბით?! ეს ხომ ნიშ­ნავს, რომ სრუ­ლი არა­რა­ო­ბე­ბი ხართ, არა­ვინ არ ხართ. ეს მხო­ლოდ ხაზს უს­ვამს თქვენს ძა­ლი­ან სი­პა­ტა­რა­ვეს, იმას, რომ სა­ქარ­თვე­ლო არ გიყ­ვართ, გე­ზი­ზღე­ბათ თქვე­ნი ქვე­ყა­ნა, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი ხართ“, – აცხა­დებს სა­ა­კაშ­ვი­ლი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share