2020 წლის არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, ვადამდელი არჩევნები აუცილებელი არ არის – კურტ ვოლკერი

2020 წლის არჩევნების შედეგებს თუ გავითვალისწინებთ, არ არის ისეთი სიტუაცია, რომ აუცილებელი იყოს ვადამდელი არჩევნები“,- ამის შესახებ ნატო-ში ამერიკის ყოფილმა ელჩმა, კურტ ვოლკერმა „TV პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც კურტ ვოლკერი ამბობს, ეუთო/ოდირმა აღიარა არჩევნები ტრანსფარენტულად და ლეგიტიმურად.

„ყველა ელემენტი, რაც არის ამ პრობლემის გადაწყვეტის პაკეტში, დანიელსონმა განიხილა. მე ვესაუბრე მას და მესმის არსებული სიტუაცია. ვფიქრობ, რომ ყველა ელემენტი თქვენს ხელთ არის. 2020 წლის არჩევნების შედეგებს თუ გავითვალისწინებთ, არ არის ისეთი სიტუაცია, რომ აუცილებელი იყოს ვადამდელი არჩევნები. ეუთო/ოდირმა აღიარა არჩევნები ტრანსფარენტულად და ლეგიტიმურად. რა თქმა უნდა, იყო რაღაც დარღვევები, რომელთა გამოკვლევაც აუცილებელია. ასე მარტივად ვერ ვიტყვით, რომ ვადამდელი არჩევნები აუცილებელია. პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში იმდენად დაიძაბა, რომ პასუხისმგებლობის აღება არცერთ მხარეს არ სურს. ასეთი სიტუაციის გათვალისწინებით, რთულია ნაბიჯების წინ გადადგმა. დანიელსონმა თავის საქმეს თავი ძალიან კარგად გაართვა. მან აღნიშნა, რომ მართლმსაჯულებისა და სასამართლოს რეფორმა აუცილებელია და ამას ყველა ხვდება. რეფორმები უნდა გატარდეს ერთობლივად, მთავრობისა და ოპოზიციის მიერ. ეს მყისიერად უნდა მოხდეს და ახალი არჩევნები ახალი კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარდეს“, – აღნიშნა ვოლკერმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share