“რა უბედურებაა, რატომ უნდა გავეგოთ ყველას მარტის კატებივით? პატარა ერი ვიყავით, მაგრამ რუსთაველიც გვყავდა და თამარიც. მაღიზიანებს ის ხალხი, ვინც საზოგადოებას ნაცებად და ქოცებად, შავებად და თეთრებად ყოფენ. ვინც ჩვენს სახელმწიფოებრიობას არ სცნობს და ჩვენთვის არასახელმწიფოებრივ განცხადებებს აკეთებს, ისინი პერსონა ნონ გრატად უნდა იყოს გამოცხადებული. ეს უნდა იყოს ხელისუფლების ვალდებულება. რატომ უნდა გავეგო მას, ვინც ადამიანად არ მთვლის და პატივს არ სცემს ჩვენს შეხედულებებს., ის, ვინც დათა პაპას ასეთ მდგომარეობამდე მიიყვანს, ამას გვაყურებინებს და კიდე ამათ ფიანდაზად უნდა გავეგოთ? ეს ხომ ყველას არ ეხება? ვინც ჩვენს მიმართ კეთილგანწყობილია კი ბატონო, ჩამოვიდეს, მაგრამ ასეთი ფაქტების გამპრავებლებს ფიანდაზებად რატომ უნდა გავეგოთ”? -აცხადებს ქეთათო ჩარკვიანი საქართველოდან პოზნერისა და მისი თანმხლები პირების გაძევების შემდეგ გაკეთებული უარყოფითი განცხადებების საპასუხოდ.