პოზნერი წინა წლებშიც ხშირად ჩამოდიოდა, მაგრამ ახლა აწყობდა ოპოზიციას ხმაურის ატეხვა- მდინარაძე

“ზუსტად ვიცი იცოდნენ, რომ წინა წლების განმავლობაში ეს ადამიანი თბილისში უამრავჯერ იყო ჩამოსული, წელს აწყობდათ და ატეხეს ამბავი, ჩვენი მოქალაქეების გულწრფელ ემოციაზე თამაშობენ”,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ვლადიმერ პოზნერის საქართველოში სტუმრობის გამო სასტუმროების მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

„ავიწყდებათ ის, რომ მიხალკოვის შვილის ქორწილში მიხეილ სააკაშვილთან ერთად ესენი ქეიფობდნენ. ვერ ვიჯერებ იმას, რომ როდესაც რომელიმე ადამიანი, რომელიც აორგანიზებს და მთავარი ლიდერია ამ ვითომ აღშფოთებისა და აქციების, წლების წინ, 5 წლის განმავლობაში სწავლობდა რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოებას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share