პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი თვითიზოლაციაში გადადის, მიუხედავად იმისა, რომ ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით უკვე აცრილია.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნული პროცესის პარალელურად, პრეზიდენტი PCR ტესტს არსებული პროტოკოლის შესაბამისად იკეთებს.