მდინარე ენგურიდან 4 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს, ისინი საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსვლას გალიდან ცდილობდნენ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში, მდინარე ენგურიდან სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა 4 მოქალაქის ცხედარი ამოიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები ოკუპირებული გალიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას მდინარის გადმოცურვით ცდილობდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share