“დღევანდელ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება”

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მდინარე ენგურში სამი ადამიანის ცხედრის პოვნასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება.

ზურაბიშვილის თქმით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს უხეშად არღვევს.

“საგანგაშოა, რომ ამას ეწირება უდანაშაულო და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარული კრიზისით გამოწვეულ სირთულეების გადალახვას ცდილობს. დღევანდელ ტრაგედიაზე სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება. თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს და ვიზიარებ მათ მწუხარებას“,- ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა მდინარე ენგურიდან სამი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) და 143-ე (ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის (დაზარალებულის) მომსახურებით სარგებლობა) მუხლებით მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოვლითი გზით ცდილობდნენ შემოსვლას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share