3 000 ლარიანი გირაო ბრალდებულ ექიმებს

მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულ ექიმებსა და ექთანს – ვიოლეტა ინასარიძეს, ბექა ლიპარტელიანსა და თეა გზირიშვილს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით  3 000 – 3 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

ბრალდების მხარემ დღევანდელ პროცესზე, რომელიც სრულად დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა, სამივე დაკავებულისთვის 5 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა.

მოსამართლემ ექიმებს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განუსაზღვრა, ხოლო წინასასამართლო სხდომა 31 მაისს ჩანიშნა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share