“დავიღალეთ, გესმით თქვენ”? – რა უნდა “უცნობს”

“ტაბულა”. მომღერალი გია გაჩეჩილაძე (უცნობი) ამბობს, რომ ხვალ, 9 აპრლს, მის მიერ დაორგანიზებული აქციის გზავნილია, რომ ქართულმა ოცნებამ “პოლიტიკური ნაგავი გაიტანოს, რისთვისაც ხალხმა აირჩია”. ამის შესახებ გაჩეჩილაძე რუსთავი 2-ის ეთერში საუბრობს. “გაიყინა ქვეყანა, აღარაფერი ჩანს, თავად მოგწონთ რაც ხდება ამ ქვეყანაში? დავიღალეთ, გესმით თქვენ? გაიტანოს ნაგავი თუ შეუძლია, მაგრამ არ შეუძლია ეტყობა 8 წლის განმავლობაში, არაფრის გაკეთება მას არ შეუძლია”. – ამბობს “უცნობი”.

გია გაჩეჩილაძე ხვალ, 9 აპრილს წინა ხელისუფლების წინააღმდეგ აქციას მართავს და “მარადისობის დღის” დაწესებას აპირებს და ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა არის შეკრების მიზანი, ამბობს, რომ “ხვალინდელი დღე არის დასაწყისი დასასრულის ამ ყველაფერის, რაც ახლა ხდება. ამ სტუდიიდან, სადაც ახლა მე ახლა ვზივარ და ვაპირებ ახალი მოძრაობის ჩამოყალიბებას საზოგადოებასთან ერთად, ინტერაქტივებით და ა.შ რომ გავიდეთ, გავათრიოთ, თუ მათ არ შეუძლიათ [ქართულ ოცნებას] ეს ნაგავი საზოგადოებამ გაათრიოს ამ ქვეყნიდან, პოლიტიკურ ნაგავზე მაქვს საუბარი”. 15 მარტს, მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ მარადისობის დღის დაფუძნება და ოპოზიციის წინააღმდეგ 9 აპრილს ხალხის გამოყვანა დაანონსა.

“უცნობის” თქმით, ეს მდუმარე შეკრება იქნება, რომელზეც ოპოზიციის გამოსვლების მოწინააღმდეგე ხალხი გადმოვა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share