ოზურგეთის #2 საბავშვო ბაღის მენეჯერსა და მის თანაშემწეს კორონავირუსი დაუდგინდათ

როგორც “გურიის მოამბისთვის” ხდება ცნობილი, ოზურგეთის #2 საბავშვო ბაღის მენეჯერსა და მის თანაშემწეს კორონავირუსი დაუდგინდათ, მომხდარს ჩვენთან საუბრისას ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი მაკა ჭყონიაც ადასტურებს, რომელიც ასევე აცხადებს, რომ მომხდარის გამო სკოლამდელ დაწესებულებაში სასწავლო პროცესი არ შეწყდება:

“მიმდინარე კვირის ოთხშაბათს, როცა ჩვეულებისამებრ ტესტირება ჩაუტარდა ბაღის პერსონალს, ყველა პასუხი უარყოფითი იყო. პარასკევს კი მენეჯერისა და მისი თანაშემწის ტესტის პასუხი დადებითი იყო. რადგან პარასკევს დასვენება იყო და მათ შეხება არ ჰქონიათ ბავშვებთან, სასწავლო პროცესის შეწყვეტა მიზანშეწონილად არ ჩავთვალეთ. ხვალ ადგილზე მივლენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები და მთლიანად შენობას ჩაუტარებენ სადიზენფექციო სამუშაოებს”- გვითხრა ჭყონიამ.

შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის ბაღებში სასწავლო პროცესი პირველი მარტიდან განახლდა და პერსონალს კვირაში რამდენჯერმე უტარდება კოვიდზე ტესტირება.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share