“ჩვენი მთავრობა პირველი ნოემბრის შემდეგ შეძლებს, რომ შექმნას პრობლემური სესხების ფონდი”- სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მორიგ ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც საქართველოს ეკონომიკაზეა საუბარი.

როგორც სააკაშვილი ამბობს, კრიზისთან საბრძოლველად მათი მთავრობა შექმნის პრობლემური სესხების ფონდს, რომელიც კომერციული ბანკების ვალებს მოემსახურება.

კოვიდის ეპიდემიის არასწორმა მართვამ მიგვიყვანა ახლა სიტუაციაში, როცა დიდი რაოდენობის მცირე და საშუალო საწარმო შეიძლება ერთბაშად გაკოტრდეს. ეს არის ხალხი, ვინც არის დასაქმებული ტურიზმში, სოფლის მეურნეობაში, ვაჭრობაში და ასაქმებს უამრავ სხვა ადამიანს. ახლა პრაქტიკულად მთელი სექტორები ეკონომიკის ნადგურდება.

უახლოეს პერიოდში მოსალოდნელია გაკოტრებების მთელი ტალღა იმის გამო, რომ ვერ მოხდა თავის დროზე კომერციული ბანკების ვალების გასტუმრება. ამიტომ ჩვენი მთავრობა პირველი ნოემბრის შემდეგ შეძლებს, რომ შექმნას პრობლემური სესხების ფონდი და პრობლემური სესხების ფონდი მოემსახურება სწორედ კომერციული ბანკების ვალებს, რომ არ მოხდეს საწარმოების გაკოტრება.

ამის უზრუნველყოფას – საიდან დავაფინანსებთ ამას ?.. ამაზე ჩვენ პირველ რიგში გავუშვებთ 500 მილიონს, რომელსაც ავიღებთ იმ 10 მილიარდიდან, რომელიც ამათმა წაიღეს ვითომ კოვიდთან საბრძოლველად და მოვიპოვებთ სხვა სახსრებსაც.

რაც მთავარია, ჩვენ უნდა დავიცვათ ეკონომიკა – ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის ჯერ ეს ეკონომიკა უნდა გვქონდეს!.. სტაბილიზაციის პერიოდისთვის, ამ საწარმოების გადარჩენა ასობით ათასი სამუშაო ადგილის გადარჩენას ვთვლი – ჩემს უპირველეს მოვალეობად და გამოწვევად“,- ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share