საქართველოში, სავარაუდოდ, 6 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვა

სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს, საქართველოში 6 ქვეყნის საგარეო მინისტრი ჩამოვა. “მთავარ არხს” ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის შესახებ ეს ინფორმაცია “ლელო საქართველოსთვის” ლიდერებმა დაუდასტურეს.

“მთავარი არხის” წყაროს ინფორმაციით კი, ეს მინისტრები იქნებიან ბალტიის ქვეყნის მინისტრები – ესტონეთი, ლატვია-ლიეტუვა, ასევე შევედეთი, პოლონეთი და საფრანგეთი.

მანამდე კი, დღეს, 11 აპრილს, ევროკავშირის წარმომადგენლობაში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ჯერ პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს, შემდეგ კი “ლელოს” ლიდერებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს შეხვდნენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share