10 რამ, რაც ინტროვერტებს სურთ, რომ მათ შესახებ ვიცოდეთ

ინტროვერტების შესახებ ნებისმიერმა თქვენგანმა მინიმუმ იცის, რომ ისინი სხვებისგან განსხვავებით მეტ დროს ატაერებენ მარტო, მარტივი მიზეზის გამო — ბედნიერი ცხოვრებისთვის სულაც არ სჭირდებათ უამრავ ადამიანთან კომუნიკაცია.

გასულ კვირას, ტვიტერზე გაჩნდა ახალი ტრენდი ჰეშთეგით #IntrovertLessons101. პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ინტროვერტები წერდნენ იმას, რაც მათი აზრით, მათ შესახებ ყველამ უნდა იცოდეს:

1. ვირტუალურ სამყაროში შეიძლება ვერც კი მიხვდე, რომ ადამიანი ინტროვერტია

ფოტო: Samantha Slinn

სავარაუდოდ, ეს იმიტომ ხდება, რომ ვირტუალურ კომუნიკაციას ნაკლები დრო და ენერგია სჭირდება.

2. სახლში წასვლაზე, წვეულებაზე მისვლის პირველივე წამიდან ფიქრობენ

ფოტო: Jessica Ciccolone

რასაც გაგებით უნდა მოეკიდოთ, რადგან ინტროვერტი თუ თქვენს წვეულებაზე საერთოდ მოვიდა, ეს უკვე ბევრს ნიშნავს.

3. არ უყვართ ადამიანებთან მოულოდნელი საუბრები

ფოტო: Chris Phillips

გარეთ გასვლამდე ხშირად იკეთებენ ყურებში ყურსასმენს, რადგან ყველამ იფიქროს, რომ მუსიკას უსმენენ და არაფერი ესმით.

4. შეიძლება გულჩათხრობილები ჩანან, თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ასოციალურები ან მორცხვები არიან

ფოტო: Kit8

ინტროვერტობა არ ნიშნავს ასოციალურობას. უბრალოდ, ინტროვერტების “ბატარეა” მარტო ყოფნისას იტენება.

5. იმ რაღაცების ჩამონათვალი, რაც ურჩევნიათ, რომ მარტომ აკეთონ: ჭამა, ფილმების ყურება, მოგზაურობა, უქმეების გატარება, გეგმების შედგენა.

ფოტო: Alfrey Davilla | vaneltia

გავაგრძელოთ?

6. ბედნიერებისთვის შინაური ცხოველთან თამაშიც ჰყოფნით

ფოტო: Ewa Bąk

თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანები არ უყვართ!

7. ვისთანაც თავს კომფორტულად გრძნობენ, უფრო კონტაქტურები არიან

ფოტო: Justas Galaburda

და დიდი შანსია, რომ ის უკვე მეგობრად გთვლით.

8. მათთვის ძალიან დამღლელია ისეთ სამსახურში მუშაობა, სადაც ბევრ ადამიანთან უწევთ კონტაქტი

ფოტო: Kit8

ურჩევნიათ ისეთი საქმით დაკავდნენ, რაც განმარტოების საშუალებასაც მისცემთ.

9. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ მათი პირადი სივრცე არ ირღვეოდეს

ფოტო: Dmitrij

ინტროვერტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პირადი სივრცე. და არა, როდესაც მარტო რჩებიან, მოწყენილები არ არიან.

10. და ბოლოს, არ მოსწონთ, როცა საუბრისას ეუბნებით — სხვა? კიდევ რას მეტყვი? ილაპარაკე!

ფოტო: Ani

ინტროვერტისთვის იმის თქმა რომ მეტი ილაპარაკოს, საერთოდ არ ნიშნავს, რომ ამის გაკეთებას უმარტივებთ, პირიქით.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share