სიტყვა მაფია ყველას სხვადასხვაგვარად ესმის. ბევრს ნანახი აქვს ფილმები მაფიის შესახებ, წაკითხული აქვთ ცნობილი “ნათლია”, თამაშობენ კომპიუტერულ თამაშებს მაფიის შესახებ და ა. შ. ცოტამ თუ იცის მათი ნამდვილი სტრუქტურა როგორია. ფაქტი ისაა, რომ ცხოვრებისეული, ჩამჭრელი და მტკიცე პრინციპები დაეხმარათ მაფიის წევრებს გადარჩენაში.
მაფია არის საიდუმლო კრიმინალური საზოგადოება. თავდაპირველად, ის წარმოიშვა იტალიის კუნძულ სიცილიის მოსახლეობის თავდაცვის მიზნით. მაფია ეწინააღმდეგებოდა მმართველებს, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ახშობდნენ ქვეყანას.
ხალხი არასდროს ეძებდა სამართლიანობას მთავრობისგან და ამიტომ ყოველთვის მიმართავდა ხალხის დამცველს – მაფიას. მოგვიანებით, მაფიამ დაამყარა კონტროლი კრიმინალურ ბიზნესზე: კონტრაბანდა, ნარკომანია, პროსტიტუცია და დაიწყო ურთიერთობა საზოგადოების პოლიტიკურ სტრუქტურებთან..
იტალიელები ზოგჯერ ამტკიცებენ, რომ არსებობენ “კარგი” მაფიოზები, რომლებიც არ კლავენ, და არსებობენ “ცუდებიც”. მრავალი წლის განმავლობაში მათ წრეებში მაფიოზებმა ჩამოაყალიბეს მათი ცხოვრებისეული პრინციპები და ერთგვარი სიბრძნე, რომელიც მათ გადარჩენაში დაეხმარა.
წარმოგიდგენთ ცხოვრებისეულ და ბრძნულ ციტატებს, რომლებიც ცნობილ მაფიოზებს ეკუთვნით:
1. მოუსმინეთ რჩევას, რომელიც უპირატესობას გაძლევთ. თვითონ კი არავის მისცეთ ასეთი რჩევა;
2. თუ იტყუები, ცოტა ილაპარაკე;
3. თევზს გაღებული პირი კლავს;
4. არ შეეხო პრობლემას, სანამ ის თვითონ არ შეგეხება;
5. ზოგიერთი ფრთხილობს, რომ არ წააგონ, ფრთხილად თამაშისას კი აუცილებლად წააგებ;
6. დამთხვევები არ არსებობს;
7. სულელია ის, ვისაც საკუთარი სიბრძნის დამალვა არ შეუძლია;
8. შეიძლება მტრის პატიება? ღმერთი აპატიებს, ჩვენი ამოცანა მათ შეხვედრის მოწყობაა;
9. წუთიერი მოთმინება- ათწლიანი კომფორტი;
10. არწივი ბუზებს არ ნადირობს;
11. არაფერი პირადული, ეს მხოლოდ ბიზნესია;
12. ჩემს სამ ათეულ ავაზაკს გავცემ ერთი ადამიანისთვის, რომელსაც შეუძლია საუბრის საშუალებით გადაწყვიტოს საკითხები;
13. დაპირებაზე მარტივი არაფერია;
14. არ შეანჯღრიოთ მწვანე ვაშლის ხე – როდესაც ვაშლი დამწიფდება, ის თავისით დაეცემა;
15. გველი ხვრელიდან ყოველთვის სხვისი ხელებით ამოიყვანეთ;
16. ბავშვობაში ღმერთს ვთხოვდი ველოსიპედი მოეცა, შემდეგ მივხვდი, რომ ღმერთი სხვანაირად მუშაობს. ამიტომ, მოვიპარე ველოსიპედი და დავიწყე ლოცვა პატიებისთვის;
17. დროდადრო გაუძელი სულელებს – შეიძლება რაღაც ღირებული გაიგო, მაგრამ არასოდეს იკამათოთ მათთან;
18. არ ეცადო მდინარის სიღრმის გაგება ორი ფეხით;
19. მსოფლიო მომთმენებს ეკუთვნით;
20. იყავი ზრდილობიანი ყველასთან, კომუნიკაბელური ბევრთან, ახლობელი გამორჩეულებთან და მეგობარი ერთეულებთან;
http://intermedia.ge