მე სამშობლოსთვის უეჭველ სიკვდილზე გეპატიჟებით-ვალოდია გოგუაძის გმირობა

დღეს, რომ ბათუმის სანაპიროზე (პლაჟზე) კოტრიალობთ… ამ გურული კაცის დამსახურებაა! ჩოლოქის ბრძოლაში, ჯავშნოსანი მატარებლის მეთაურმა, თავის სამ ძმასთან და 90 გურულთან ერთად, სამკვდრო-სასიცოცხლო შეტაკება მოუწყო 7000 კაციან თურქთა დამპყრობელ არმიას. ,,მე სამშობლოსათვის უეჭველ სიკვდილზე გეპატიჟებით! ვისაც არ სურს, შეუძლია წავიდეს!” – ასე მიმართა ვლადიმერ (ვალოდია) გოგუაძემ თავის თანამებრძოლებს… არც ერთს ფეხი არ მოუცვლია. მაზნიაშვილიც წამოეხმარათ 400 კაციანი რაზმით. ,,ეს მიწა თქვენ რუსეთმა დაგითმოთ, ჩვენ სხვა სახელმწიფო ვართ და თქვენი არაფერი გვმართებს!” – ამ დევიზით და შემართებით ისე გაანადგურეს ოსმალები, მხოლოდ 4 ქართველი დაეღუპათ! 1921 წელს კი წითელ არმიასთან ბრძოლის შედეგად დაჭრილ-დაფლეთილი, ქვეყნიდან განდევნეს ბოლშევიკებმა. გარდაიცვალა საფრანგეთში. დაკრძალულია ლევილში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share