ინჯია ფიქრობს, რომ საბაზრო ეკონომიკამ საქართველოში “კორექცია უნდა განიცადოს”

პარტია ევროპელი სოციალისტების ერთ-ერთი ლიდერი, ფრიდონ ინჯია აცხადებს, რომ საბაზრო ეკონომიკამ საქართველოში “კორექცია უნდა განიცადოს”. მისი თქმით, პროდუქტებზე ფასების ზრდის გამო მოსახლეობა მალე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება “თუ რაღაც ქმედით ღონისძიებებს არ მიიღებს ჩვენი მთავრობა”. ინჯია საუბრობს სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე, სადაც, მისი თქმით, გეგმიური ეკონომიკა, ან სახელმწიფო კაპიტალიზმია.

“ჩვენ აღებული გვაქვს კურსი საბაზრო ეკონომიკის. რომელ საბაზრო ეკონომიკაზე შეიძლება ისაუბროს ადამიანმა, როდესაც ქვეყნის ირგვლივ პრაქტიკურად ყველა საზღვარი დაკეტილია, სადაც მოსახლეობას პოტენციურად შეეძლება გაიტანოს პროდუქტი?! ამიტომ, ეს საბაზრო ეკონომიკა, რომელიც დეკლარირებული გვაქვს ჩვენ მრავალგზის, ალბათ, შეიძლება გარკვეულ ეტაპზე, გარკვეული დროით, რაღაც კორექცია უნდა განიცადოს.

ევროპის ქვეყნებში, გინდა ჩინეთი ავიღოთ აქეთ, აზიაში, ამერიკაში, ძაან მიღებულია ასეთი გეგმიური ეკონომიკა, ან სახელმწიფო კაპიტალიზმი. რაღაც ნაწილში, თუ მთავრობამ არ მიიღო მონაწილეობა გლეხების სამეურნეო საქმიანობაში და მოსავლის მოყვანაში, ჩვენ ძაან უმძიმეს მდგომარეობაში აღმოვჩნდებით”, — განაცხადა ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

https://on.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: