„საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! თურქული მხარის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ კვირის სამუშაო დღეებში 19:00-05:00 საათებში, ასევე, ძალაში რჩება შაბათ-კვირას ქუჩაში გასვლის შეზღუდვა“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ამასთან, ზემოაღნიშნულ საათებში და შაბათ-კვირას, გადაუდებელი შემთხვევების გარდა, მოქალაქეებს ეკრძალებათ საქალაქთაშორისო მიმოსვლა.
ზემოაღნიშნული შეზღუდვები ამოქმედდება 14 აპრილიდან და გაგრძელდება მომავალი ორი კვირის განმავლობაში.
ახალი რეგულაციების შესახებ, საელჩოს გვერდიდან გეცნობებათ ოპერატიულ რეჟიმში!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე:
1. ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80
2. ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00
3. ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26
4. ქ. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08“,- ნათქვამია განცხადებაში.