“საყანე ფართობები ჩამოართვეს ხალხს.. გამოტლაკეს ბახვის წყლის ხეობა” – აოხრებული მდინარეები გურიაში

ენმ-ის ადგილობრივი ლიდერი, საკრებულოს წევრი დავით მჟავანაძე, ოზურგეთის მდინარეებიდან ქვიშა-ღორღის აქტიური გატანის საკითხს ეხმაურება და ამ ყველაფერს მერის, კონსტანტინე შარაშენიძის ინტერესებს უკავშირებს: “ვერა და ვერ გაძღა ოზურგეთის კორუმპირებული მერი, დღისით მზისით ქვა ღორღი ყოველგვარო ლიცენზიისა და ნებართვის გარეშე გააქვთ მდინარე ბუჟიდან” – წერს მჟავანაძე, რომელსაც მისივე პარტიიდან, ასევე დეპუტატი ბესო ქათამაძე გამოეხმაურა: “მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით რისთვისაც იყიდა მძიმე ტეხნიკა სახეზეა”-წერს ქათამაძე . აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იქვე კომენტარის სახოთ წერს ერთ ერთი ადგილობრივი, ანდრო სოლოშვილი: “ბახვის წყლის ხეობა გამოტლაკეს ქვა-ღორღისგან სუფსის შესართავთან ნასაკირალის უღელტეხილიდან ჩანს განსაკუთრებით ობელისკიდან რომ გადაიხედავთ ხეობაში მარტო მდინარის ხრეში კიარა საყანე ფართობები ათხარეს და ქვაღორღი გაიტანეს და ხალხი დატოვეს საყანე ფართობების გარეშე ასე უთხრა კომპანიის წარმომადგენელმა რეესტრიდან მომიტანეთ საბუთი რომ გაფორმებული და ლეგალიზებული გაქვთო ეს ხდება ჯერ კიდევ იქედან ლეგალიზაცია რომ არ იყო და შევარდნაძის დროინდელი მიწათმოწყობის გეგმით ხელმძღვანელობდა ხალხი… პირადად მე საყანე ფართობი წამართვეს და მიითვისეს ახლა იქ დიდი ორმოა ყანის ნაცვლად….წერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში მცხოვრები ანდრო სოლოშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share