ოზურგეთში მყოფი მინისტი დაცვამ რესტორნის უკანა კარიდან გააპარა

საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელიც კომენდატის საათის დროს ოზურგეთში, რესტორან ”ოზურგეთი პლაზას” რესტორანში ქეიფობდა, დაცვამ უკანა კარიდან გააპარა.

როგორც “გურიის მოამბისთვის” ხდება ცნობილი რესტორანში 30 კაცამდე ადამიანმა იქეიფა. მათშორის თავად მინისტრმა, დეპუტატმა ვასილ ჩიგოგიძემ, ოზურგეთის მერის მოადგილემ და გურიის გუბერნატორმა გიორგი სახოკიამ.

მას რესტორნის წინა შესასვლელთან ჟურნალისტები ელოდებოდნენ, ვისთან შეხვედრასაც დღეს მინისტრმა თავი ორჯერ დააღწია.

მან ოზურგეთის თეატრიც ისე დატოვა, ჟურნალისტებმა მისი ჩაწერა ვერ მოახერხეს.

თეა წულუკიანმა დღეს ახალგარემონტებული ოზურგეთის თეატრი მოინახულა და სპექტაკლიც ნახა, რომელსაც მხოლოდ ის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, შემდეგ კი თეატრი ჩუმად დატოვა. ხუთ საათზე მივიდა თეატრში სადაც სამი საათი დაჰყო და იქიდანაც დაცვამ უკანა გასასვლელიდან გააპარა.

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share