“არ გინახავთ ულამაზესი გოგოები, მომღიმარები, გათხოვების მერე საერთოდ რომ ქრებიან”….

რა იოლი სათქმელია, “თუ არ მოწონს გაშორდეს” , “აქამდე სად იყო” , “აი ეგ რომ ჩემმა ქმარმა გამიბედოს” და მსგავსი ფრაზები! არ გინახავთ, სახლში მივარდნილი ნაცემი გოგო, მშობლები რომ. ბოდიშების მოხდით ისევ უკან მოძალადე ქმართან აბრუნებენ და იქით ეჩხუბებიან, უნდა აიტანო კაცია და ოჯახის უფროსიო! არ გინახავთ ქალი, რომელიც მხოლოდ იმის გამო, რომ შვილების რჩენას ვერ შეძლებს რადგან 16 წლის ვიღაც სირმა მხოლოდ იმიტომ მოიტაცა რომ “ლამაზი ბოვში” იყო და არც პროფესია აქვს და არც თავის რჩენის არანაერი შესაძლებლობა! არ გინახავთ ულამაზესი გოგოები, ნათელი, მომღიმრები, სიცოცხლით სავსეები, გათხოვების მერე საერთოდ რომ ქრებიან, მეგობარ ბიჭებს კი არა მეგობარ გოგოებსაც რომ ვერ ხვდებიან! არ გინახავთ, ქალები რომლებიც იგივე ტრადიციის მსხვერპლნი არიან რომლითაც, არც მას აქვს უფლება რომ ქმარს წინააღმდეგობა გაუწიოს და იგივე ტრადიციის თანახმად მისი ქმარიც და მთელი სანათესავოც თვლის რომ ის ქმრის საკუთრებაა და “რასაც უნდა იმას უზამს, ვისი რა საქმეა”. არც ისეთი, სამეგობროში ამაყად რომ დააბიჯებს, არ იმჩნევს რომ ურჩხულთან ცხოვრობს, სხვის ძალადობაზეც აზრს გამოთქვამს და შესაძლოა იმასაც იძახდეს არ მჯერა ეგეთები თუ ხდებაო, მაგრამ სახლში რომ მიდის სიცოცხლის შიშით ვიღაც ახვარის ბრძანებებს უსიტყვოდ ასრულებს!

ტრაგეტდიაა როდესაც ასე ყოფა უწევთ ადამიანებს და უარესი ტრაგედია, როცა ამას უმრავლესობა ვერ ან არ იმჩნევს!

გია ჭანტურია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share