რუსთაველის თეატრის წინ, მსახიობ ნინუცა მაყაშვილის სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს. “დისკრიმინაცია დანაშაულია – არა ძალადობას” – ამ შინაარსის ტრანსფარანტებით იქ გილდიის წარმომადგენლები არიან შეკრებილები და მოითხოვენ, ბოდიში მოიხადონ ელისო ბოლქვაძემ და რობერტ სტურუამ, რადგან მათი თქმით, განცხადებები, რომლებიც დეპუტატმა და რეჟისორმა გააკეთეს, ძალადობას ახალისებს.