„არ მინდა ცუდად ვთქვა, ცოტა „დასაჭურისებული“ დოკუმენტია, რომელიც არაფერს არ მოიტანს,“- განცხადა CNews-სთან საუბრისას პარტია კანონი და სამართალის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვაინმა.
მისივე თქმით, დღეს ოპოზიციას სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობდა, სადაც 19 აპრილის აქციის დაგეგმვაზე გაიმართა მსჯელობა.
ჩარკვიანის თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო დოკუმენტზე, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ ხელი მოაწერა.
„ვისაუბრეთ, ხელმოწერასთან დაკავშირებით თუ ვინ, როგორ უყურებს დოკუმენტს რაზეც თალაკვაძემ ისაუბრა. ორი უმთავრესი თემა, ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრები, არცერთი არ არის დოკუმენტში. არ მინდა ცუდად ვთქვა, ცოტა „დასაჭურისებული“ დოკუმენტია, რომელიც არაფერს არ მოიტანს, რეფორმებსაც კი ვერ გავაკეთებთ რისთვისაც ასეთი ბოიკოტი გაკეთდა.“-განაცხადა CNews-სთან საუბრისას თაკო ჩარკვიანმა.
ჩარკვიანის განმარტებით, ევროპისგან ოპოზიციაზე წნეხი არ იქნება, რადგან აშშ-ს სენატში ითქვა, რომ სასამართლოში არის კლანი და ქვეყანაში ოლიგარქიული მმართველობაა.
„აშშ-ს სენატში გამოკვეთილად შავი თეთრზე განიხილეს, უპრეცენდენტო განხილვა იყო. ასეთმა ფრაზამ გაიჟღერა, მე ვციტირებ სასამართლოში არის კლანი და მძლავრობს ქვეყანაში ოლიგარქიული მმართველობა, შესაბამისად თუ ეს ასეა და სასამართლოში კლანია, რას ნიშნავს ეს? ნიშნავს, რომ კორუმპირებულია სასამართლო. თუ კორუმპირებულია სასამართლო და ოლიგარქია მძლავრობს ქვეყანაში, ეს აბსოლუტურად ნიშნავს რომ უზურპირებულია ე.ი საკონმდებლო ორგანო. აი, ამ პირობებში რა ბერკეტი გვაქვს ჩვენ, რა ბერკეტი აქვს ოპოზიციას და ხალხს, აი, ამ პირობებში როცა ოლიგარქია მძლავრობს და სასამართლო კლანია, რომ სასამართლო ორგანოში მოგვცემენ რეფორმების ჩატარების საშუალებას, ამიტომ მოვთხოვეთ დასავლეთს გვერდით დგომა, ამიტომ არანაირი წნეხი არ იქნება დასავლეთისგან“, – განუცხადა CNews-ს ჩარკვიანმა.