“ის რომ მელია ციხეშია, ეს რუსული თამაშია, რომელიც სააკაშვილმა გაითამაშა”

ის, რომ დღეს ნიკანორ მელია ციხეში ზის, ეს ნამდვილად რუსული თამაშია, რომელიც გაითამაშა მიხეილ სააკაშვილმა თვითონ ნიკანორ მელიას მონაწილეობით.

სწორედ ამიტომ იჭრებოდა ნიკანორ მელია თავად პარლამენტის შენობაში, რომ ის რუსულ თამაშს თამაშობდა,

ზუსტად იმიტომ იჭრებოდა მოგვიანებით ცესკოს შენობაში, რომ ის თამაშობდა რუსულ თამაშს,

იმიტომ გადააგდო ელექტრონული სამაჯური, რომ ის თამაშობდა რუსულ თამაშს.

ბოლოს, იმიტომ არ გადაიხადა გირაო, რომ ის თამაშობდა რუსულ თამაშს. საბოლოო ჯამში, მან თვითონ დაიჭირა თავისი თავი და, რა თქმა უნდა, ესეც რუსული თამაში იყო”. – ამბობს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე იმედის ეთერში ენმ-ის თავმჯდომარეზე, ნიკა მელიაზე საუბრისას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share