საქართველოში აშშ-ს საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა ერთობლივი განცხადებით მიესალმებიან ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობის განახლებას. “მივესალმებით ურთიერთობის განახლებას, როგორც ნიშანს მზადყოფნისა, გაგრძელდეს კონსულტაციები ფართო შეთანხმების მისაღწევად. ჩვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ ყველა მხარეს შორის კომპრომისის აუცილებლობას”. – ნათქვამია განცხადებაში.