ოზურგეთის ჭადრების ბაღში, ამ წუთებში სოლიდარობის აქცია იმართება. ადგილზე შეკრებილები, ნამახვანში ჰესის მშენებლობას და მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ.
როგრც აქციის ორგანიზატორი, სამოქალაქო აქტივისტი, არასამთავრობო ორგანიზაცია “ეკოს” ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ირმა გორდელაძე ამბობს, ამ სოლიდარობას ახლა,განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან მსგავსი პრობლები, გურიის მდინარეებსაც ექმნება:
” ამ აქციაზე მოვიდნენ ის ადამიანებიც ვინც, 10 დღეზე მეტია იცავენ საქართველოს მიწას და წყალს. ჩვენ აუცილებლად უნდა ვიყოთ სოლიდარულები ერთმანეთის მიმართ რადგან, პრობლემა არამხოლოდ ერთ კონკრეტულ კუთხეს, არამედ მთელ საქართველოს ეხება.”- აღნიშნა გორდელაძემ.
ცნობისთვის, აქცია გუშინინ სოციალურ ქსელში დაიგემა.