უკრაინაში ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა

აღმოსავლეთ უკრაინაში ქართველი მოხალისე ჯარისკაცი, “ქართული ლეგიონის” წევრი, დათო შარტავა დაიღუპა. ინფორმაციას ლეგიონის მეთაური, მამუკა მამულაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

,,სამწუხაროდ დღეს ბრძოლაში დაეცა ჩვენი უსაყვარლესი მეგობარი და მებრძოლი დათო შარტავა , ბოლო  რამდენიმე თვე მივლენილი იყო ერთ ერთ ბრიგადაში , დათო ჯარისკაცის გარდა ჩემი მეგობარი იყო. უსამძიმრებ ოჯახს და მეგობრებს… ცოდვაა როცა ვაჟკაცი უნდა გადიქცეს მიწადა”, – წერს მამულაშვილი.

გარდაცვლილი დავით შარტავა ქართული ლეგიონის რიგებში 2016 წლიდან ირიცხებოდა. 44 წლის მებრძოლს ოჯახი საქართველოში ჰყავს და ქართული მხარის თანხმობის შემთხვევაში მის ცხედარს სამშობლოში ჩამოასვენებენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share