საქართველოში კორონავირუსის 1 731 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 731 ახალი შემთხვევა გამოჯანმრთელდა 2 197 პაიციენტი, 15 კი გარდაიცვალა.

მონაცემები ცოტა ხნის წინ Stopcov.ge-ზე განახლდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია – 33 858;
  • გამოჯანმრთელებულია – 14 829;
  • მათ შორის გარდაცვლილია – 253;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება –  3 507;
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 2 344;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –  4 022 მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია –  41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 44 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 33 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share