ინტერვიუ ქართველი ჯარისკაცის შვილთან, რომელიც რუსულ აგრესიას ემსხვერპლა

ინტერვიუ ქართველი ჯარისკაცის შვილთან, რომელიც რუსულ აგრესიას ემსხვერპლა

რუსული ოკუპაციის მორიგი მსხვერპლი – უკრაინაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის შვილი ტვ პირველთან  მამის შესახებ საუბრობს. დავით შარტავას შვილი ყვება, რომ მამა რუსეთის მხრიდან  უსამართლობის მომსწრე არა ერთხელ იყო, რამაც მას ქვეყნის დაცვის  სასამხურში ყოფნის სურვილი გაუჩინა.

დაღუპული კომანდოსის ვაჟის თქმით, ხელისუფლებამ დავით შარტავას ღვაწლი სამშობლოს წინაშე არც ერთხელ არ დააფასა, თუმცა ის უკრაინაში საბრძოლველად მაინც წავიდა.

გუშინ დაიღუპა, დაახლოებით საღამოსკენ შეტაკებებისკენ. იყო სანგრებში და ყუმბართტყოცნი ჩაუგდეს. მამჩემი ძალიან გამოცდილი ჯარისკაცია. 2004 წლიდან მოყოლებული ის იბრძვის. 2004-ში ის ცხინვალში იყო, იყო კომანდოსი და როდესაც ამერიეკლებმა პირვალდ ჩაატარეს საქართელოშ წვრთნები, სწორედ ეს წვრთნა გაიარა მან. კომანდოს წევრი იყო, 2004-შ ის შევიდა ცხინვალში, თუმცა ვარანაირი დაფასება არ ჰქონია არც ერთხელ ხელისუფლების მხრიდან და ამიტომაც, მიუხედავად ამისა, მაინც გადაწყვიტა, რომ 2016 შ წასულიყო უკრიანაში, გაეგრძელებინა თავის საქმე, მტრების წინააღმდეგ ბრძოლა და ამით თავის წვლილი შეეტანა საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად. მან გამოიარა 9 აპრილი, გამოიარა აფხაზეთის ომი. მაშნ ბავშვი იყო, ამ ყველაფერს ხედავადა და ეს ყველაფერი ილექებოდა მის გონებაში. რა თქმა უნდა, ძალიან უარყოფითი განცდები ჰქონდა რუსეთის ფედერაციის მიმართ, –  ამბობს შარტავას ვაჟი.

უკრაინაში “ქართული ლეგიონის” წევრი დაიღუპა. კომანდოელი დავით შარტავას რუსმა აგრესორებმა, ГП-25 ის ჭურვი ჩაუგდეს სანგარში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share