“ძალიან სერიოზულად – რა მოგწონთ ამ დოკუმენტში და რითი ხართ აღფრთოვანებულები, ისინი ვინც ხელს აწერთ და ისინიც ვინც არ აწერთ? მანდ თქვენთვის და ობივატელისთვის გასაგებ ენაზე წერია, რომ ქვეყანას დედა არ ჰყავს, რომ ეს ქვეყანა არ არის სახელმწიფო და ამ შედეგში დამნაშავეები ხართ სწორედ თქვენ – ვინც აწერთ და არ აწერთ.
კიდევ რა წერია ამ დოკუმენტში? ის რომ საქართველო მომავლშიც იქნება კვაზისახელმწიფო, ნახევრად ორსულის მდგომარეობაში., რომელიც ვერასოდეს იმშობიარებს დემოკრატიას.
და სულ ბოლოს, ამ დოკუმენტში წერია, რომ ქვეყანას არც პოლიტიკოსები ჰყავს და არც მოქალაქეები. ფერი ფერს და მადლი ღმერთსო. ანუ უფრო კონკრეტულად წადით თქვენი კარგიცო…
აი, ინჯიას რომ ოპოზიციაში ითვლის, ელისაშვილს და ახლა მაგათ ხვიჩია-მეგრელიშვილ პლიუს ერთის მიემატება, ვაჰ, ხომ ავშენდებით და ეგაა…
ძველად, ვიდრე მობილური გაჩნდებოდა ტუალეტში წიგნით და გაზეთით შესვლა იყო მოდაში. ახლა მობილურით, ჰოდა სქროლეთ… სხვა ფუნქცია აქ არც პოლიტიკოსებს აქვთ და არც ამომჩევლებს…”-წერს ექსპერტი და თეოლოგი, გოჩა მირცხულავა ფეისბუქგვერდზე.