“განსხვავება ზუგდიდელ ტერორისტსა და “ქართულ ოცნებას” შორის მხოლოდ დოზებშია”- არჩილ გამზარდია

ექსპერტი, ტელეწამყვანი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყბებს:

“არის განსხვავება ზუგდიდელ ტერორისტსა და “ქართულ ოცნებას” შორის? ვნახოთ: ზუგდიდელმა ტერორისტმა დაატერორა ხალხი, დაარღვია კანონები, ადამიანის უფლებები, გაიტაცა ფული. ქართული ოცნება ატერორებს ხალხს, ართმევს ლუკმა პურსაც, არღვევს კანონებს, ადამიანის უფლებებს, მუდმივად იპარავს ფულს. არის განსხვავება? ცხადია, განსხვავება მხოლოდ დოზებშია, ქართული ოცნების პირობებში ბევრად მეტ ტერორსაც ვიღებთ და ბევრად მეტ ფულსაც გვძარცვავს. რა არის საჭირო? დიახ. ერთიც და მეორეც უნდა იყოს სამართლიანად პასუხისგებაში მიცემული.”-წერს გამზარდია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share