„ქართული ოცნების“ პრინციპული პოზიციაა, რომ ამნისტიის შესახებ აქტში იმ სპერაზმელების გვარებიც ჩაიწეროს, რომლის წინააღმდეგაც საქართველოს პროკურატურას ოფიციალურად აქვს ბრალი წარდგენილი. საუბარია იმ სამართალდამცველებზე, რომლებმაც 20 ივნისის ანტოსაოკუპაციო აქციაზე არაპროპორციული ძალა გამოიყენეს.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის თქმით, აღნიშნიშნული აქტი საქართველოს სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია და ის ადამიანები, რომლებიც ამის წინააღმდეგ გამოდიან, „ნაციონალური მოძრაობის“ თამაშს თამაშობენ.
ეს არის აქტი, ეს არის გამოხატულება, დამოკიდებულება, რომელიც პოლიტიკურმა სუბიექტებმა უნდა გამოხატონ პოლიტიკური ვითარების მიმართ და საქართველოში სტაბილურობისთვის რაღაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ ამ აქტით. ამ საკითხთან დაკავშირებით ასეთი პოზიციებით გამოსვლა, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებს და შეიძლება სხვაც კიდევ მასზე აყოლილი, ეს არის ჩაშლის მცდელობა იმ შეთანხმებისა, რასაც მივაღწიეთ, – აცხადებს ვოლსკი.