„ბახვი 1“ ჰესის მშენებლობაზე წარმოება განახლდა

მშენებლობის წარმოების განახლებასთან დაკავშირებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

შპს „სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI“-ს მიერ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში წარმოდგენილი იქნა მდ. ბახვისწყალზე 12 მგვტ დადგმული სიმძლავრის, ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე ბახვი 1 ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიში.

ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე სამინისტრომ გარკვეული საკითხების დაზუსტების მიზნით შეაჩერა აღნიშნული პროექტის ადმინისტრაციული წარმოება (იხ. ლინკი https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/31512).
შპს „სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI“-მა ზემოაღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 16 აპრილს, N6862 წერილით სამინისტროში წარმოადგინა დამატებითი ინფორმაცია.
„არც მეტი და არც ნაკლები პირდაპირ ბახმაროში იგეგმება “ბახვი 1″ჰესის მშენებლობა. რიგით მესამე ჰესია მდ.ბახვისწყალზე. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, იქეთ კიდევ შპს”სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრი IV”, ბჭობენ ბახვის წყლის მარჯვენა თუ მარცხენა მხრიდან მოუარონ ჰესს.თანო რამდენიმე სახიდე გადადასვლელების მოწყობას გეგმავენ. სკოპინგის ეტაპია..რა თქმა უნდა ონლაინ რეჟიმში ჩატარდება და სადღაც მიკუჭულ-გაკრულია ეს განცხადება… პროექტის ავტორი კვლავ “გამა კონსტალგია”…დათვი კი დავინახეთო ტყეშიო…ასე თუ გაგრძელდა კუდამოძუებულ ტურასაც ვერ დავინახავთ. მეგობრებო! ვმუშაობთ ამ საკითხზე. სკოპინგი ჩანიშნულია 28 იანვარს. 42 კლ.მდინარეზე 5 ჰესი იგეგმება. ერთი “ბახვი 3” არის,”ბახვი 2″გავასაჩივრეთ მაგრამ რა იქნება ვინ იცის.ეს “ბახვი 1 ” და დანარჩენი რიგშია. მარტო ამ მონაცემებით 11 კლმ.ბახვისწყალი გაიარს მილში… 12 მგვ.ჰესია..და მაგათი ენერგოდამოუკიდებლობა ვიცით რასაც ნიშნავს.ეს არის ტყუილი და ფარსი… მოგვიანებით მოგაწვდით სრულ ინფორმაციას. ეხ ,მშვიდობით ბახმარო და კარგო ცხოვრებავ!“ –აღნიშნული იყო “გადავარჩინოთ გურიის მდინარეების” მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც გასულ თვეს გავრცელდა. დროებით შეჩერებული პროექტზე მუშაობა კი, სამინისტროს ინფორმაციით, მალე განახლდება.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share