გურიის მოამბე

ტურბულენტურ ზონაში შევდივართ, ღვედი კარგად უნდა შევიკრათ – ხუნდაძე ეპიდსიტუაციაზე

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის თქმით,  საქართველო მესამე ტალღის საწყის ეტაპზე იმყოფება და შესაძლოა, ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში შემდეგი კვირების განმავლობაში უფრო გართულდეს.

„ჩვენ ვართ უკვე მესამე ტალღის ასე ვთქვათ საწყისს ეტაპზე, როცა შეიძლება ვთქვათ შემდეგი კვირები უფრო მეტად გართულდეს. ჩვენ ახლა შევდივართ ტურბულენტურ ზონაში, ამიტომ, ღვედი კარგად უნდა შევიკრათ, რომ ხიფათი გვერდზე ჩამოვიტოვოთ.

ახლა რა თქმა უნდა ამას პირდაპირი მნიშვნელობით არა, ჩვენი ღვედი არის ახლა პირბადის მოხმარება, ფიზიკური დისტანცირება, ის, რასაც ყოველ დღე ვახსენებთ მოსახლეობას, მაგრამ სამწუხაროდ, არ იცავს და რა თქმა უნდა, ვაქცინაცია,” – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ “ღამის კურიერში”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: