ინდოეთში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები ყოველდღიურად იზრდება – კლინიკებს აღარ აქვთ საჭირო მედიკამენტები, ჟანგბადის მარაგები და ცარიელი საწოლები.
ქვეყანაში 192 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა თითქმის 17 მლნ შემთხვევა – აქედან 3 მილიონი ბოლო 2 კვირაში დადასტურდა. ინდოეთში ყოველდღიურად ინფექციის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება.
მედიაში ვრცელდება ფოტოები კრემატორიუმებიდან – მძიმე კადრებში ჩანს მასობრივი რიტუალები. ჟურნალისტები კრემატორიუმებთან მუდმივად დგანან, რომ მიცვალებულები დაითვალონ და ამბობენ, რომ ქალაქების ნაწილში გარდაცვლილთა რაოდენობა ათჯერ მეტია, ვიდრე ოფიციალურ მონაცემებშია ასახული.